ავტორიზაცია

"დიახ, ახლოს ვიყავით", - კლუბი, რომელიც ზამთარში დიეგო კოშტას დამატებას ცდილობდა

"დიახ, ახლოს ვიყავით", - კლუბი, რომელიც ზამთარში დიეგო კოშტას დამატებას ცდილობდა
თარიღი 06 მარ 2021, 11:19

"მარსელის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაკ-ანრი ეირომ განაცხადა, რომ გასულ ზამთარს კლუბი თავდამსხმელ დიეგო კოშტას ხელში ჩაგდებას ცდილობდა.

მოგეხსენებათ, ეირომ დაკავებული თანამდებობა ამ კვირაში დატოვა.

"დიახ, ახლოს ვიყავით. ანდონი სუბისარეტამ საკმაოდ წინ წაიწია მოლაპარაკებებში. კოშტა მზად იყო ხელფასის შემცირებას დათანხმებოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა", - ციტირებს ეიროს სიტყვებს SoFoot.

32 წლის ესპანელმა იანვარში "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და დღემდე თავისუფალი აგენტია.