ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი ლევერკუზენის მცველით ინტერესდება

მანჩესტერ იუნაიტედი ლევერკუზენის მცველით ინტერესდება
თარიღი 06 მარ 2021, 12:47

"ლევერკუზენის" მცველმა, ედმონდ ტაპსობამ კარიერა შეიძლება ინგლისში გააგრძელოს, წერს Express.

გავრცელებული ცნობით, 22 წლის ბურკინა ფასოელი ფეხბურთელის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" უნდა.

მიმდინარე სეზონში ტაპსობამ "ლევერკუზენის" მაისურით 29 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ფარმაცევტების" ახალგაზრდა უკანახაზელი 40 მილიონი ევრო ღირს.