ავტორიზაცია

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ერთადერთი ფეხბურთელი! რონალდუ უნივერსალურია

ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ერთადერთი ფეხბურთელი! რონალდუ უნივერსალურია
თარიღი 06 მარ 2021, 15:58

კრიშტიანუ რონალდუ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც მინიმუმ 4 გოლის გატანა მოახერხა როგორც მარჯვენა ფეხით, ისე მარცხენათი და თავითაც.

„იუვენტუსის“ პორტუგალიელ შემტევს სერია ა-ს ამ სეზონში 20 გოლი აქვს გატანილი და უახლოეს მდევარ რომელუ ლუკაკუს ორი გოლით უსწრებს.

ამ 20 გოლიდან უდიდესი ნაწილი მის „მუშა“ მარჯვენა ფეხზე მოდის - 12, მარცხენა ფეხით და თავით კი მას თანაბარი რაოდენობის გოლი აქვს გატანილი - 4-4.

როგორც Main Football იტყობინება, ამ ეტაპზე ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატებში არ მოიძებნება სხვა ფეხბურთელი, ვისაც არამუშა ფეხით და თავით ამდენი გოლი აქვს გატანილი.

ამ 20 გოლის გასატანად რონალდუს 21 მატჩის ჩატარება დასჭირდა.