ავტორიზაცია

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი! როგორი სტატისტიკა აქვს ლუკაკუს სერია ა-ს ამ სეზონში?

კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი! როგორი სტატისტიკა აქვს ლუკაკუს სერია ა-ს ამ სეზონში?
თარიღი 06 მარ 2021, 16:06

მიმდინარე სეზონი რომელუ ლუკაკუსთვის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესოა.

როგორც იცით, ის სერია ა-ს თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და ესეც რომ არ იყოს, მისი შედეგები ამს ეზონში უბრალოდ შთამბეჭდავია.

კერძოდ, ბელგიელმა სერია ა-ს ამ სეზონში 23 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ერთ მატჩში ერთ საგოლე ქმედებაზე ოდნავ მეტს იწერს აქტივში.

რაც შეეხება უშუალოდ გოლებს, სერია ა-ში ერთი გოლის გასატანად ლუკაკუს დაახლოებით 99 წუთი სჭირდება.

სწორედ ლუკაკუს დიდი დამსახურებაცაა ის, რომ „ინტერი" დღეს სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მილანს" 6 ქულით უსწრებს.