ავტორიზაცია

BREAKING: დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ იბრაჰიმოვიჩიც ითამაშებს

BREAKING: დიდი ალბათობით, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ იბრაჰიმოვიჩიც ითამაშებს
თარიღი 06 მარ 2021, 16:23

„მილანის“ თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედეთის ნაკრებშ დაბრუნებასთან ახლოსაა.

ინფორმაციას შვედური გამოცემა FotbollDirekt იტყობინება. როგორც ირკვევა, იბრა თავის გუნდს 2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩებში უკვე მარტის ბოლოს შეუერთდება.

შესაბამისად, 25 მარტს, როცა საქართველოს ნაკრები შვედეთს დაუპირისპირდება, დიდი შანსია ჩვენს მეტოქე გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩიც თამაშობდეს.

სანაკრებო კარიერა იბრამ 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა. ნაკრების 116 მატჩში მან 62 გოლი გაიტანა და მის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩი შვედეთი - საქართველო 25 მარტს, 23:45 საათზე გაიმართება.