ავტორიზაცია

"არსენალი არ მიმსახურებდა", - ასტონ ვილას მეკარე

"არსენალი არ მიმსახურებდა", - ასტონ ვილას მეკარე
თარიღი 06 მარ 2021, 17:01

„ასტონ ვილას“ მეკარემ, ემილიანო მარტინესმა, „არსენალიდან“ წასვლაზე ისაუბრა.

არგენტინელმა გოლკიპერმა „განერების“ რიგები გასულ ზაფხულს დატოვა და ბირმინგემულ კლუბს მიატოვა, სადაც უმალვე ძირითადის კიპერად იქცა. „არსენალში“ კი, ბერნდ ლენოსთან აგებდა კონკურენციას.

„არსენალში ყველაფერი მომწონდა. ეს კლუბი დღემდე მიყვარს და მათ მატჩებს ვუყურებ, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ არ მენდობოდნენ ისე, როგორც ვიმსახურებდი, რეალობა ასეთია. „არსენალი“ მეკარეების შეძენას აგრძელებდა, რომლებიც სასტარტოში იწყებდნენ მატჩებს, მე კი აკადემიის გოლკიპერად ვრჩებოდი.

პიკზე ყოფნისას ვგრძნობდი, რომ „არსენალი“ არ მიმსახურებდა, იმის გამო, თუ როგორც მექცეოდა. „მეთოფეებმა“ სათამაშო დრო ვერ მომცეს, რომელიც მჭირდებოდა და ამიტომ, გადავწყვიტე, რომ წასვლის დრო მოვიდა.

გუნდში გატარებული 10 წლის შემდეგ, წასვლა ადვილი არ იყო. ჩემი ოჯახი ვერ ხვდებოდა, რატომ მინდოდა „არსენალიდან“ წასვლა, მაგრამ მე ვამაყობ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. სარისკო იყო, მაგრამ სულ მჯეროდა, რომ თუ კომფორტის ზონაში რჩები, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ. მე წინსვლა გადავწყვიტე.“ - ციტირებს მარტინესის სიტყვებს Sky Sports.