ავტორიზაცია

ზიდანი: "ითამაშებს თუ არა ბენზემა ატლეტიკოსთან?"

ზიდანი: "ითამაშებს თუ არა ბენზემა ატლეტიკოსთან?"
თარიღი 06 მარ 2021, 17:08

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრნელმა, ზინედინ ზიდანმა, კარიმ ბენზემას მდგომარეობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა მარჯვენა ბარძაყის კუნთი დაიზიანა და ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

„იმედი გვაქვს, რომ ბენზემა „ატლეტიკოსთან“ მატჩისთვის მზად იქნება, მაგრამ უნდა დავიცადოთ, რადგან მას გუნდთან ერთად სრულფასოვნად და ბოლომდე ჯერ არ უვარჯიშია.

მის მდგომარეობას შევაფასებთ. ახლა კარიმი მწყობრშია. მისი ტრავმა იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან გვეგონა. ვნახოთ, რა იქნება.“ - ციტირებს ზიდანის სიტყვებს AS.

„რეალი“ „ატლეტიკოს“ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ ხვალ, 7 მარტს, 19:15 საათზე დაუპირისპირდება.