ავტორიზაცია

კაშიას დებიუტი - ლოკომოტივმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო

კაშიას დებიუტი - ლოკომოტივმა სეზონის პირველი მატჩი მოიგო
თარიღი 06 მარ 2021, 18:00

ეროვნული ლიგის მეორე ტურში "ლოკომოტივი" "თელავს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, სიხარულიძემ პირველ ტაიმში საგოლე გადაცემაც გააკეთა და სანდოხაძეც გაატანინა.

"თელავმა" სხაობა 69-ე წუთზე შეამცირა, თუმცა მცველების შეცდომით "ლოკომ" მესამე ბურთი გაიტანა. თავი შეცვლაზე შემოსულმა მამია გავაშელიშვილმა გამოიჩინა.

ლაშა შერგელაშვილმა 77-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმა გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ გამოდგა.

"ლოკომოტივმა" სეზონის პირველი მატჩი მოიგო, "თელავმა" კი პირველი მარცხი იწვნია.