ავტორიზაცია

არსენალმა სტუმრად ბარნლის ვერ მოუგო [VIDEO]

არსენალმა სტუმრად ბარნლის ვერ მოუგო [VIDEO]
თარიღი 06 მარ 2021, 18:34

პრემიერ ლიგის 27-ე ტურში „არსენალმა“ სტუმრად „ბარნლის“ ვერ მოუგო - 1:1.

მიკელ არტეტას გუნდი წინ მეექვსე წუთზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით გავიდა. მასპინძლებმა წონასწორობის აღდგენა 39-ზე, ვუდის დახმარებით მოახერხეს და მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა.

„არსენალი“ 38 ქულით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს, „ბარნლი“ კი 30 ქულით მე-15 პოზიციაზეა.

შემდეგ ტურში, „არსენალი“ 14 მარტს „ტოტენჰემს“ უმასპინძლებს.