ავტორიზაცია

ტოტენჰემთან მატჩისთვის კრისტალ პალასს ზაჰა უბრუნდება

ტოტენჰემთან მატჩისთვის კრისტალ პალასს ზაჰა უბრუნდება
თარიღი 06 მარ 2021, 20:45

"კრისტალ პალასის" მთავარმა მწვრთნელმა, როი ჰოჯსონმა დაადასტურა, რომ "არწივების" თავდამსხმელმა, უილფირდ ზაჰამ ტრავმა მოირჩინა.

ასე და ამგვარად, 28 წლის კოტდ'ივუარელი პრემიერ ლიგის 27-ე ტურში "ტოტენჰემთან" გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

ზაჰას "ნიუკასლთან" (2:1) 2 თებერვალს გამართული მატჩის შემდეგ არ უთამაშია. 2020/21 წლების სეზონში მან საერთო ჯამში 20 შეხვედრაში იასპარეზა, 9 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

"ტოტენჰემი" - "კრისტალ პალასი" 7 მარტს, თბილისის დროით 23:15 საათზე აიღებს სტარტს.