ავტორიზაცია

წიტაიშვილმა ფეხი მოიტეხა და მოედანს მინიმუმ ორი თვით ჩამოშორდა

წიტაიშვილმა ფეხი მოიტეხა და მოედანს მინიმუმ ორი თვით ჩამოშორდა
თარიღი 06 Mar 2021, 22:14

კიევის "დინამოს" ნახევარმცველმა, გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც იჯარით "ვორსკლაში" თამაშობს, უკრაინის ჩემპიონატის მე-17 ტურში "მარიუპოლთან" (1:0) გამართულ მატჩში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო.

20 წლის ფეხბურთელს, რომელიც წარმოშობით ქართველია, მარცხენა ფეხის მეხუთე მეტატარზალური ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. სამედიცინო პერსონალის წინასწარი პროგნოზით, წიტაიშვილს დაახლოებით ორი თვე გაუცდება.

წიტაიშვილი "დინამოდან" "ვორსკლაში" ამა წლის იანვარში გადავიდა. ამ დროის განმავლობაში მან 4 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ნახევარმცველმა რამდენიმე დღის წინ დაადასტურა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების რიგებში ითამაშებს. მას უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებების მაისურით უასპარეზია.

17 ტურის შემდეგ, "ვორსკლა" უკრაინის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, ლიდერი კი კიევის "დინამოა" 37 ქულით.