ავტორიზაცია

სამწუხარო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო

სამწუხარო ამბავი - გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი ტრავმა მიიღო
თარიღი 06 მარ 2021, 22:25

გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ დაშავდა. საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევზე ეს ცნობები ჯერ არაოფიციალური წყაროების მიხედვითაა ცნობილი, ბელგიურ კლუბს კი ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

ჩაკვეტაძე „გენტს“ 8 ოქტომბრის შემდეგ დაუბრუნდა და „ეუპენთან“ ბელგიის თასის მატჩისთვის ემზადებოდა, რომელიც 2 მარტს უნდა გამართულიყო. 21 წლის ქართველი შემტევი გუნდს დიდი ხნის არყოფნის შემდეგ დაუბრუნდა.

ჩაკვეტაძე ამ დღეს დიდი იმედით ელოდა – საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ჩაატარა. გიორგი „გენტის“ განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

ზუსტად ორი წელი გავიდა, რაც ჩაკვეტაძე სრულფასოვნად სეზონის ჩატარებას ვერ ახერხებს. 2019 წლის მარტში იგი დაშავდა და დროულად ვერ უმკურნალეს.