ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა - მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი

ეროვნული ლიგა - მე-2 ტურის საუკეთესო ფეხბურთელი
თარიღი 07 მარ 2021, 17:13

ყოველი ტურის შემდეგ, GOAL.GE ეროვნული ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს

ეროვნული ლიგის მე-2 ტურში გორის "დილა" სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედი კი პაატა ღუდუშაური იყო, რომელიც ფეხბურთს რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

ღუდუშაურმა ანგარიში მე-10 წუთზე ფლანგზე აქტიურობითა და უზუსტესი დარტყმით გახსნა.

23 წლის შემტევს "სამტრედიას" მცველები ვერც გატანილი გოლის შემდეგ ვერ აჩერებდნენ.

ღუდუშაურმა მეორე გოლის დროსაც იაქტიურა და გოლში თავისი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ღუდუშაური თამაშების ჩაწყობის ბრალდებით დააპატიმრეს და ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს,  თუმცა რამდენიმე თვიანი დავის შემდეგ, დააბრუნეს - დღეს ის ეროვნული ლიგის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.