ავტორიზაცია

"საშინაო მატჩებში ფანტასტიკური ატმოსფერო იყო", - ინგსმა ლივერპულში დაბრუნება არ გამორიცხა

"საშინაო მატჩებში ფანტასტიკური ატმოსფერო იყო", - ინგსმა ლივერპულში დაბრუნება არ გამორიცხა
თარიღი 07 მარ 2021, 20:31

"საუთჰემპტონის" თავდამსხმელმა, დენი ინგსმა "ლივერპულში" შესაძლო დაბრუნება არ გამორიცხა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მერსისაიდელთა რიგებში ასპარეზობასთან დაკავშირებული სასიამოვნო მომენტები გაიხსენა.

"საშინაო მატჩებში ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. არასოდეს განმიცდია ისეთი ატმოსფერო, როგორიც "ენფილდზე" ჩემპიონთა ლიგის მატჩების მიმდინარეობისას გახლდათ. ჩემი კარიერის ყველაზე საყვარელი მომენტებია", - ციტირებს ინგსის სიტყვებს Mirror.

ინგსი "ლივერპულის" რიგებში 2015 წლიდან 2018 წლამდე თამაშობდა. 2020/21 წლების სეზონში მან "წმინდანების" რიგებში 25 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, 28 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება ამჟამად 20 მილიონ ევროს შეადგენს.