ავტორიზაცია

"ფორმაში ვერა და ვერ შევედით", - კლოპის კომენტარი დღევანდელი მარცხის შემდეგ

"ფორმაში ვერა და ვერ შევედით", - კლოპის კომენტარი დღევანდელი მარცხის შემდეგ
თარიღი 07 მარ 2021, 21:08

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა პრემიერ ლიგის 27-ე ტურში "ფულემთან" (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ განცხადება გააკეთა.

"ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე იყო აშკარა, რომ "ფულემი" პრობლემებს შეგვიქმნიდა. სეზონის კარგი მონაკვეთი აქვს და კარგი გუნდია. ვფიქრობ, ასეთი კოლექტივი პრემიერ ლიგაში უნდა დარჩეს".

"იყო მომენტები, როცა შეგვეძლო თამაშზე მეტი გავლენა მოგვეხდინა. შესვენებამდე გოლის გაშვებით საკუთარ თავს სერიოზული დარტყმა მივაყენეთ. მეორე ტაიმში ვცადეთ სათანადო რეაგირება მოგვეხდინა პირველი ტაიმის მიწურულს წარუმატებლობაზე და ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. საბოლოო ჯამში, გოლი ვერ გავიტანეთ და ეს დიდი პრობლემაა".

"ამ სეზონში ფორმაში ვერა და ვერ შევედით. ბიჭები ჯერ კიდევ ფლობენ საჭირო თვისებებს, მაგრამ ახლა შესაბამისად ვერ ავლენენ. შედევრი იქნებოდა იმის ცოდნა, თუ როგორ შევცვლიდით ამას ერთ ღამეში".

"გამარჯვებულს არ ასამართლებენ. "ლივერპულს" დღეს მოგება უნდოდა. ადვილია იმის განსჯა, რომ "ფულემმა" მოიგო მატჩი, რადგან ეს მათ უფრო უნდოდათ. არა მგონია, პრობლემა ამაში იყოს", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC.