ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ლევერკუზენის თავდამსხმელს დაადგა

მანჩესტერ იუნაიტედმა თვალი ლევერკუზენის თავდამსხმელს დაადგა
თარიღი 07 მარ 2021, 23:24

"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლევერკუზენის" თავდამსხმელ ლეონ ბეილით ინტერესდება, წერს Daily Express.

გავრცელებული ცნობით, ინგლისურმა კლუბმა 23 წლის იამაიკელთან მომავალ ზაფხულს პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

2020/21 წლების სეზონში ბეილიმ "ფარმაცევტების" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 ასისტიც მიითვალა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ლევერკუზენის" შემტევი 35 მილიონი ევრო ღირს.