ავტორიზაცია

ქეცბაია: "შესაძლოა, რამდენიმე შეცდომა დავუშვი"

ქეცბაია: "შესაძლოა, რამდენიმე შეცდომა დავუშვი"
თარიღი 08 Mar 2021, 11:06

"ანორთოსისის" მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ "ომონიას" წინააღმდეგ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგის შესახებ ისაუბრა:

"იღბალი რომ ყოფილიყო ჩვენს მხარეზე, გავიმარჯვებდით. ომონიას წინააღმდეგ ვითამაშეთ იმაზე უკეთ, რაც ადრე. ეს კარგია.

არ დაგავიწყდეთ, შევხვდით ჩემპიონობისთვის მებრძოლ ორ გუნდს და მინდა ავღნიშნო, მათ წინააღმდეგ საკმაოდ კარგადაც ვითამაშეთ.

როდესაც ვერ იგებ და გაქვს ჩამორჩენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პრობლემები გაქვს. მე მაკისრია დიდი პასუხისმგებლობა, შეიძლება ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილებაც კი მივიღე".

შეგახსენებთ, ფამაგუსტელები 53 ქულით არიან მეოთხე ადგილზე და ჩემპიონატის ლიდერ ნიქოზიელებს შვიდი ქულით ჩამორჩებიან.