ავტორიზაცია

სანაკრებო მატჩები გამოირიცხა და სეზონიც დასრულდა? - ბელგიური პრესა ჩაკვეს დაბრუნების სავარაუდო თარიღს ასახელებს

სანაკრებო მატჩები გამოირიცხა და სეზონიც დასრულდა? - ბელგიური პრესა ჩაკვეს დაბრუნების სავარაუდო თარიღს ასახელებს
თარიღი 08 მარ 2021, 12:28

როგორც მოგეხსენებათ, "გენტის" შემტევი, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ტრავმირებულია და მისი დაბრუნება გაურკვეველი თარიღით გადაიდო.

ქართველ ფლეიმეიქერს აწუხებს კუნთის დაზიანება და უკვე დადასტურებულია, რომ ის ეროვნულ ნაკრებს მარტში ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება "ლურჯების" ჰავბეკის დაბრუნების სავარაუდო დროს, გამოცემა Het Nieuwsblad-ი მიმდინარე სეზონის ბოლოს ასახელებს.

უფრო კონკრეტულად კი აღნიშნულ გამოცემას "ინდიელების" მთავარმა მწვრთნელმა, ჰეინ ვანჰაზებრუკმა განუცხადა ეს ვარაუდი.

შეგახსენებთ, "ბუფალოების" ათიანმა მიმდინარე სეზონში მოედანზე გამოსვლა მოასწრო ოთხჯერ და მის ანგარიშზე მხოლოდ ერთი ასისტია.