ავტორიზაცია

მშვიდობით ვორსკლა, ტრავმირებული წიტაიშვილი დინამო კიევში ბრუნდება

მშვიდობით ვორსკლა, ტრავმირებული წიტაიშვილი დინამო კიევში ბრუნდება
თარიღი 08 მარ 2021, 13:59

Футбольный рыцарь-ის თანახმად, კიევის "დინამოსა" და პოლტავის "ვორსკლას" შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ეხება გიორგი წიტაიშვილის იჯარას, დასრულებულია.

ქართველი შემტევი დაბრუნდება უკრაინული ფეხბურთის ფლანგმანის განკარგულებაში და რეაბილიტაციის კურსს სწორედ ამ გუნდის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ გაივლის.

შეგახსენებთ, "თეთრ-ლურჯების" საკუთრებაში მყოფმა ვინგერმა უკრაინის ჩემპიონატის გასულ ტურში ფეხის თითი მოიტეხა.

20-წლის გარემარბი საფეხბურთო მოედანს ყველაზე კარგ შემთხვევაში დაუბრუნდება მაისის დასაწყისში, ცუდ შემთხვევაში კი ივნისში.

აქვე დავამატებთ, წიტაიშვილმა გადაწყვიტა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, თუმცა უკრაინელები  მის გადარწმუნებას ცდილობენ.