"საუცხოო თამაშის ხარისხი", - სტარიჯმა ევროპის ბოლო 4-5 წლის საუკეთესო გუნდი დაასახელა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დანიელ სტარიჯმა მერსისაიდელების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ლივერპულს ჰყავს დიდებული სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები, ისინი არსებული პრობლემიდან გამოსავალს იპოვიან.
მერსისაიდელები თამაშის ხარისხით უკანასკნელი ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ევროპაში საუკეთესოები არიან. დიახ, ეს სიმართლეა.
მათ სჭირდებათ გადატვირთვა და ჩემი აზრით, ეს საერთაშორისო სანაკრებო შესვენების შემდეგ მოხდება", - განაცხადა ინგლისელმა.
შეგახსენებთ, "წითლებს" 2021 წელს პრემიერ ლიგაში საკუთარ კედლებში ჯერ არ მოუგიათ და ამის გარდა, მათ ანგარიშზე მხოლოდ ერთი ბურთია.