ავტორიზაცია

"რონალდუს სკამზე დატოვებით, პირლომ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო", - დელ პიერო

"რონალდუს სკამზე დატოვებით, პირლომ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო", - დელ პიერო
თარიღი 08 მარ 2021, 21:14

ალესანდრო დელ პიეროს აზრით, ანდრეა პირლომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა „ლაციოსთან“ მატჩში კრიშტიანუ რონალდუ სკამზე დატოვა.

„ეს ორი პროფესიონალის მხრიდან ძალიან ჭკვიანური სვლა იყო. „იუვენტუსმა“ „ლაციოს“ სასტარტოს 6 წევრის გარეშე მოუგო. მათ დაისვენეს და ახლა „პორტუსთან“ მზად არიან.

„იუვენტუსმა“ იდეალური ფეხბურთი უნდა აჩვენოს. კიეზას პორტუგალიაში გატანილმა გოლმა „იუვეს“ სიტუაცია შემოაბრუნა, მაგრამ თუ „პორტუ“ იმავე ინტენსივობას შეინარჩუნებს, რაც პირველ მატჩი ჰქონდა, „ბიანკონერის“ გაუჭირდება.

რთული დაპირისპირება გველის, მაგრამ გუნდი ახლა კარგ ფორმაშია.“ - აღნიშნა „ზებრების“ ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა.

მატჩი „იუვენტუსი“ – „პორტუ“ ხვალ, 9 მარტს, 23:55 საათზე, „ალიანც სტედიუმზე“ გაიმართება.