კვარაცხელია ჩაკვეტაძეზე: "მისი წარმატება ისევე გამიხარდება, როგორც ჩემი"

ყაზანის "რუბინის" ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაზე თავის თანამემამულეზე, გიორგი ჩაკვეტაძეზე საუბრობს.
ბოლო 1 წელია ჩაკვეს ტრავმები აწუხებს. მან დაზიანება წინა ვარჯიშზეც მიიღო და გუნდს გამოაკლდა.
"გიორგის წარმატებებს ვუსურვებ, მას უდიდესი ტალანტი აქვს და მასთან თამაში ძალიან მეამაყება.
დიდი იმედი მაქვს, მალე 100%-ით მზად იქნება და ისევ გაახარებს ხალხს.
მისი წარმატება ისევე გამიხარდება, როგორც თუნდაც ჩემი", - განაცხადა კვარაცხელიამ გადაცემაში "სპორტი დიდ ქალაქში."