ავტორიზაცია

იუვენტუსის მფლობელის ახალი ბიზნესი - 29 მილიარდი ქონება და 642-მილიონიანი შენაძენი

იუვენტუსის მფლობელის ახალი ბიზნესი - 29 მილიარდი ქონება და 642-მილიონიანი შენაძენი
თარიღი 09 Mar 2021, 03:02

იტალიური პრესა წერს, რომ "იუვენტუსის" მფლობელებმა, ანიელების ოჯახმა ახალ საქმეში დიდი ინვესტიცია ჩადო.

კერძოდ კი Exor Group-მა, რომლის აქციების 52%-ს ანიელები ფლობენ,  Christian Louboutin-ის აქციები 642 მილიონ დოლარად შეიძინეს.

 Christian Louboutin ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ფრანგული ბრენდია, რომელიც 1991 წელს პარიზში დაარსდა.

მათ მსოფლიოს 30 ქვეყანაში 150-ზე მეტი ფილიალი აქვთ.

რაც შეეხება Exor Group-ს, მათ აქციები შემდეგ კომპანიებში აქვთ: PartnerRe, Ferrari, Stellantis, CNH Industrial, GEDI Gruppo Editoriale, Shang Xia, The Economist Group და საფეხბურთო კლუბი "იუვენტუსი".

ჯამურად, აქციების ღირებულება 29 მილიარდ დოლარს უტოლდება.