ავტორიზაცია

არსენალი შეიძლება მარსელის მცველით გაძლიერდეს

არსენალი შეიძლება მარსელის მცველით გაძლიერდეს
თარიღი 09 მარ 2021, 12:04

"არსენალი" "მარსელის" მცველ ჟორდან ამავით ინტერესდება, იტყობინება Daily Star.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეთოფეები" 27 წლის ფრანგის ხელში ჩაგდებას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გეგმავენ.

მოქმედი ხელშეკრულების ვადა ფეხბურთელს 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება.

2020/21 წლების სეზონში ამავიმ "მარსელის" რიგებში 16 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.