ავტორიზაცია

შახტარი ალეგრისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

შახტარი ალეგრისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს
თარიღი 09 მარ 2021, 12:07

"შახტარი" "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, წერენ უკრაინულ პრესაში.

გავრცელებული ინფორმაციით, "შახტარმა" იტალიელ სპეციალისტთან მოლაპარაკებები დაიწყო და თუ წარმატებით დასრულდება, სპეციალისტი მუშაობას მომავალ სეზონში დაიწყებს.

ამ ეტაპზე, დონეცკელებს სათავეში ლუიშ კაშტრო უდგას, რომელსაც მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს ეწურება.

53 წლის ალეგრიმ "მილანთან" ერთად ერთხელ, ხოლო "იუვენტუსთან" ერთად 5-ჯერ მოიგო იტალიის ჩემპიონატი.