ავტორიზაცია

რამდენად სერიოზულია ფირმინოს ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ლაიფციგთან?

რამდენად სერიოზულია ფირმინოს ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ლაიფციგთან?
თარიღი 09 მარ 2021, 12:31

"ლივერპულისა" და "ფულჰემის" შეხვედრაში მოედანზე არ გამოჩენილა მასპინძელთა თავდამსხმელი, რობერტო ფირმინო.

ბრაზილიელ ფორვარდს აწუხებდა ტრავმა, თუმცა მერსისაიდელთა ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, დაზიანება სერიოზული არ არის.

"წითლების" შემტევი ვარჯიშობს სრული დატვირთვით, რაც ნიშნავს იმას, რომ "ლაიფციგს" ის პირველივე წუთებიდანვე შეუტევს.

შეგახსენებთ, "სქაუზერებისა" და "წითელი ხარების" პირველი მატჩი დასრულდა ინგლისელების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0.

განმეორებითი თამაში გაიმართება ოთხშაბათს, 10 მარტს, თბილისის დროით 23:59 საათზე. "ენფილდელების" ცხრიანის მსგავსად, მწყობრში არის ოზან კაბაკიც.