ავტორიზაცია

ბენფიკამ დიეგო კოშტას კონტრაქტი შესთავაზა

ბენფიკამ დიეგო კოშტას კონტრაქტი შესთავაზა
თარიღი 09 მარ 2021, 12:39

"ჩელსისა" და "ატლეტიკოს" ექს-თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ კარიერა შეიძლება პორტუგალიის ჩემპიონატში გააგრძელოს, წერს Goal.com.

გავრცელებული ინფორმაციით, 32 წლის ესპანელით "ბენფიკაა" დაინტერესებული, რომელმაც მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, სეზონში 3 მილიონ ევროიანი ხელფასით.

ამავდროულად, "არწივები" მზად არიან კოშტას კონტრაქტის გაფორმებისთვის კიდევ დაახლოებით 3 მილიონი გადაუხადონ.

შეგახსენებთ, გამოცდილმა ფორვარდმა გასული წლის დეკემბერში "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და მადრიდელთა რიგები დატოვა.