"კანკავა ჩვენთვის იყო როგორც თორი შურისმაძიებლებისთვის", - ტობოლის მცველი
კოსტანაის "ტობოლის" ცენტრალურმა მცველმა, სერგეი მალიმ ჯაბა კანკავას შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"კანკავას წასვლის სახით, ტობოლს სერიოზული დანაკლისი აქვს. იმედი გვაქვს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ის დაგვიბრუნდება.
ქართველი საყრდენი ნახევარმცველი კოსტანაიში იყო როგორც თორი შურისმაძიებლებში. მას მოუთმენლად ველით", - განაცხადა ყაზახმა.
"ვალანსიენის" ჩამშლელი ყაზახეთში თამაშობდა 2018-2020 წლებში, მიმდინარე წლის იანვარში კი მან საფრანგეთს მიაშურა.
"წითლების" ექვსიანი თავისი გუნდის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აქვე დავამატებთ, 34-წლის ჰავბეკი ნორდელებს უფასოდ შეუერთდა.