ჯერარდი კლოპს შეცვლის? - რეინჯერსის ყოფილი პრეზიდენტის კომენტარი
"გლაზგო რეინჯერსის" ყოფილმა პრეზიდენტმა, დეივ კინგმა სტივენ ჯერარდის "ლივერპულში" შესაძლო დაბრუნების შესახებ ისაუბრა:
"ჯერარდის ლივერპულში დაბრუნების ალბათობა ამ დროისთვის ნულს უდრის. ამას აქვს რამდენიმე საკმაოდ რეალური მიზეზი.
პირველი - მერსისაიდელები არ მოიშორებენ კლოპს ასე მარტივად და ერთი ხელის მოსმით, რადგან მან კლუბში საოცარი შედეგი დადო.
არც ინგლისელი დამრიგებელია ის პიროვნება, რომელიც რეინჯერსთან დაარღვევს მოქმედ კონტრაქტს და მშობლიურ კლუბში გაიქცევა".
შეგახსენებთ, შოტლანდიური გუნდის ამჟამინდელმა სპეციალისტმა დაამხო მეზობელი გლაზგოს "სელტიკის" ჰეგემონია და თავის გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.