ავტორიზაცია

ოფიციალურად: იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს

ოფიციალურად: იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს
თარიღი 09 მარ 2021, 15:14

სულ რამდენიმე თვეში, გერმანიის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ დაადასტურა, რომ ბუნდესნაკრების მთავარი მწვრთნელი, იაჰიომ ლიოვი, გუნდს ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დატოვებს.

ლიოვის მომავალი არ არის დამოკიდებული ევროს შედეგებზე - ის გუნდს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს.

ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2006 წლის შემდეგ მუშაობს, იქამდე ორი წლის მანძინზე ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.

ყველაზე დიდ წარმატებას გუნდის სათავეში იოაჰიმმა 2014 წელს მიაღწია, როცა გერმანიის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ მუნდიალზე მსოფლიო ჩემპიონი გახადა.