ავტორიზაცია

ედენ აზარი რეალის უახლოეს მატჩში მიიღებს მონაწილეობას?

ედენ აზარი რეალის უახლოეს მატჩში მიიღებს მონაწილეობას?
თარიღი 09 მარ 2021, 18:11

მადრიდის „რეალის“ შემტევი, ედენ აზარი, დაბრუნებასთან ახლოსაა.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ბელგიელმა მონაწილეობა შესაძლოა „ელჩეს“ წინააღმდეგ ლა ლიგის უახლოეს ტურში გასამართ მატჩში მიიღოს.

აზარს ჯერ საერთო ჯგუფში ვარჯიში არ დაუწყია, თუმცა ეს უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

„ელჩესთან“ 13 მარტს გასამართ შეხვედრაში მისი სასტარტოში ხილვა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ დიდი ალბათობით, ზიდანი მას გარკვეულ სათამაშო წუთებს აუცილებლად მისცემს.

შეხვედრა თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.