ავტორიზაცია

ბარსელონა კოუტინიოსთვის ახალი გუნდის ძიებას შეუდგა

ბარსელონა კოუტინიოსთვის ახალი გუნდის ძიებას შეუდგა
თარიღი 09 მარ 2021, 18:16

ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ ზაფხულში „ბარსელონას“ რიგები უნდა დატოვოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პრესა იუწყება.

„ბარსელონას“ მოთმინების ფიალა ამოეწურა და ბრაზილიელ ფეხბურთელს ტრანსფერზე აყენებს. „კამპ ნოუზე“ კოუტინიოს ათამაშების აღარ სჯერათ.

გარდა ამისა, გუნდის ახალ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას, ფეხბურთელთა ხელფასზე ხარჯების შემცირება სურს და ფილიპე კოუტინიოსთვის ახალი გუნდის მოძიების ბრძანება უკვე გასცა.