ავტორიზაცია

ნაკრებიდან წასვლის დადასტურების შემდეგ, ლიოვმა პირველი კომენტარი გააკეთა

ნაკრებიდან წასვლის დადასტურების შემდეგ, ლიოვმა პირველი კომენტარი გააკეთა
თარიღი 09 მარ 2021, 18:30

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილება განმართა.

„ამ ნაბიჯს სრულიად გააზრებულად ვდგამ. ამაყი და მადლიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად ევროპის ჩემპიონატსაც მოტივირებულად ველოდები. ვამაყობ, რომ ჩემთვის ქვეყნის სასიკეთოდ მუშაობა - განსაკუთრებული მომენტია.

ასევე ამაყი ვარ, რომ თითქმის 17 წლის მანძილზე, ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელებთან ვმუშაობდი და მათ განვითარებაში ვეხმარებოდი. ერთად ჩვენ დიდი გამარჯვებები და მტკივნეული წაგებები გამოვიარეთ, მაგრამ პირველ რიგში, არაერთ მაგიურ და დიდებულ ეპიზოდს გავიხსენებ და მე მხოლოდ ბრაზილიაში მოგებულ მსოფლიო ჩემპიონატს არ ვგულისხმობ.

მუდმივი მადლიერი ვიქნები გერმანიის საფეხბურთო კავშირის, რომელიც მე და ჩემს გუნდს სამუშაოდ იდეალურ პირობებს გვიქმნიდა. რაც შეეხება უახლოეს ევროს - ჯერ კიდევ აღსავსე ვარ ენერგიით და სურვილით, რომ ჩვენი გულშემატკივრები გავახარო და ამ ტურნირზე წარმატებას მივაღწიო. ამ პოზიციას იზიარებს მთელი გუნდიც.“ - აღნიშნა ლიოვმა.

იოაჰიმ ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2006 წლიდანაა, იქამდე ორი წელი კი ასისტენტის თანამდებობას იკავებდა.