ავტორიზაცია

"ვიდიჩი ცოტა შეშლილი, მაგრამ შესანიშნავი მცველი იყო", - მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მეკარე

"ვიდიჩი ცოტა შეშლილი, მაგრამ შესანიშნავი მცველი იყო", - მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილი მეკარე
თარიღი 09 მარ 2021, 21:55

"უოტფორდის" გოლკიპერმა, ბენ ფოსტერმა კარიერის ყველაზე ექსტრავაგანტული თანაგუნდელების შესახებ ისაუბრა.

"ვინ იყო ყველაზე მკაცრი და სერიოზული თანაგუნდელი? ნემანია ვიდიჩს დავასახელებ. ცოტა შეშლილი იყო. სიამოვნებით დაადებდა თავზე მეტოქეს ბუცს, რათა ბურთი არ მიეღო. სერბი შესანიშნავი მცველი გახლდათ".

"მანჩესტერ იუნაიტედში" როი კინთან ერთად ცოტახანს ვიყავი, მაგრამ ნამდვილად სიკვდილამდე შემაშინა. საშინელი ბიჭი იყო", - ციტირებს 37 წლის გოლკიპერის სიტყვებს Daily Star.

ბენ ფოსტერი "უოტფორდის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, რომელიც ამჟამად ჩემპიონშიპში ასპარეზობს. "მანჩესტერ იუნაიტედში" იგი 2005 წლიდან 2010 წლამდე თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში მან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 12 შეხვედრა ჩაატარა.