"ინგლისში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს", - კავანის მამამ მომავალი სათამაშო ადგილი დაასახელა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელ ედინსონ კავანის მამამ, ლუის კავანიმ განაცხადა, რომ მის შვილს სამხრეთ ამერიკაში სურს დაბრუნება.
"ჩემი შვილი ინგლისში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს და ოჯახთან ახლოს ყოფნა უნდა. აუცილებლად დაბრუნდება, რათა სამხრეთ ამერიკაში ითამაშოს".
"ბოკა ხუნიორსი"? დიახ, ამ კლუბში თამაში სურს. ედინსონი რიკელმეს უკვე ესაუბრა", - ციტირებს ლუის კავანის სიტყვებს TyC Sports.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კავანი "ბოკაში" გადასვლასთანაა ახლოს. არსებული ცნობით, იგი მზადაა არგენტინულ კლუბში გადასვლისთვის ხელფასის შემცირებას დათანხმდეს. 34 წლსი ფორვარდს 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ.
კავანი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2020 წლის ოქტომბერში გადავიდა და "1+1" სქემიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. მიმდინარე სეზონში მან პრემიერ ლიგაში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.