ავტორიზაცია

4:4 ორი მატჩის ჯამში და წარმოუდგენელი დრამა! იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა [VIDEO]

4:4 ორი მატჩის ჯამში და წარმოუდგენელი დრამა! იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა [VIDEO]
თარიღი 10 მარ 2021, 02:41

„იუვენტუსსა“ და „პორტუს“ შორის წარმოუდგენლად დრამატული დაპირისპირება ტურინელთა გამარჯვებით, 3:2 დასრულდა.

მატჩში ანგარიში პორტუგალიელებმა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გახსნეს. თუმცა, „იუვემ“ მეორე ტაიმში კიეზას დუბლით 2 გოლი შეაგდო და დაპირისპირება ექსტრა-ტაიმში გადაიყვანა, სადაც მთავარი დრამა გაიმართა.

მეორე დამატებულ ტაიმში „პორტუმ“ შორეული საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და ორი მატჩის ჯამში წინ გაიჭრა. დარჩენილ დროში „იუვენტუსმა“ კიდევ ერთი გოლის გატანა მოასწრო, მაგრამ ეს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და „პორტუ“ შემდეგ ეტაპზე გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობით გავიდა.

„იუვენტუსი" კი ჩემპიონთა ლიგიდან ზედიზედ მეორედ გავარდა მერვედფინალში. გასულ სეზონში გუნდი ტურნირს „ლიონთან" გამოეთიშა.