ავტორიზაცია

ლივერპულში კლოპის შემცვლელად? - ჯერარდი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა

ლივერპულში კლოპის შემცვლელად? - ჯერარდი გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა
თარიღი 10 მარ 2021, 11:30

"რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა, სტივენ ჯერარდმა კომენტარი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, იმის შესახებ, რომ შესაძლოა მერსისაიდელთა თავკაცის პოსტზე იურგენ კლოპი შეცვალოს.

"ლივერპულში" ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი მუშაობს. ის მომწონს, იმედი მაქვს, კიდევ მრავალი წელი იმუშავებს. მე "რეინჯერსს" ვწვრთნი, ამიტომაც არა მგონია, ასეთი რაღაცების განხილვა სასარგებლო იყოს".

"ლივერპული" ჩემი კლუბია და ვოცნებობ ოდესღაც ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდე, მაგრამ ვინ თქვა, რომ ამისათვის საკმარისად კარგი ვარ? პირველ რიგში, იურგენს უნდა ვცეთ პატივი", - ციტირებს ჯერარდის სიტყვებს ITV.

ჯერარდი "ლივერპულის" ღირსებას 1998 წლიდან 2015 წლამდე იცავდა. გუნდთან ერთად მან ინგლისის ლიგის თასი სამჯერ მოიგო, 2-2-ჯერ დაეუფლა ინგლისის თასსა და სუპერთასს, აგრეთვე უეფას სუპერთასს. მერსისაიდელთა რიგებში ჯერარდმა ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი თითოჯერ მოიგო. ჯერარდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით კლუბის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს.