ავტორიზაცია

ანორთოსისის ფეხბურთელი ქეცბაიაზე: "სულ ყვირის და მომთხოვნია"

ანორთოსისის ფეხბურთელი ქეცბაიაზე: "სულ ყვირის და მომთხოვნია"
თარიღი 10 Mar 2021, 15:18

"ანორთსისის" ჩეხმა ფეხბურთელმა იოზეფ ჰუშბაუერმა ამავე გუნდის ქართველ თავკაცზე თემურ ქეცბაიაზე ისაუბრა.

"ქეცბაია ზედმეტად მომთხოვნია, არაფერი არ აინტერესებს და და პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს. 

სულ ყვირის და მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ გუნდში დისციპლინა იყოს. ასევე, მკაცრად აკონტროლებს მოთამაშეების წონას", - განაცხადა იოზეფ ჰუშბაუერმა.

შეგახსენებთ, რომ "ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე პოზიციას იკავებს და ევროტურნირებზე გასასვლელად იბრძვის.