ავტორიზაცია

ეროვნული ლიგა 2: გაგრამ მარტივად მოიგო, სიონმა ზუგდიდი დაამარცხა

ეროვნული ლიგა 2: გაგრამ მარტივად მოიგო, სიონმა ზუგდიდი დაამარცხა
თარიღი 10 მარ 2021, 15:27

ეროვნული ლიგა 2-ში ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა, განსაკუთრებით საინტერესო თბილისის "მერანისა" და მარტვილის "მერანის" დაპირისპირება გამოდგა.

ორი "მერანის" დაპირისპირება მარტვილელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. უგოლოდ დასრულდა "ვიტ ჯორჯიასა" და "შევარდენის" შეხვედრა.

"გაგრამ" კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ უმაღლესში გადასვლის მთავარი ფავორიტია და "ჩიხურა" უმარტივესად, 4:0 გაანადგურა.

წარმატებული შეხვედრა ჩაატარა ბოლნისის "სიონმაც." მათ "ზუგდიდი" 2:1 დაამარცხეს და "გაგრასთან" ერთად სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა.