ავტორიზაცია

ბარსელონა ვულვზიდან თავისი აღზრდილი შემტევის დაბრუნებას შეეცდება

ბარსელონა ვულვზიდან თავისი აღზრდილი შემტევის დაბრუნებას შეეცდება
თარიღი 10 მარ 2021, 17:12

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ „ვულვერჰემპტონიდან“ თავისი აღზრდილის, ადამა ტრაორეს დაბრუნებას შეეცდება.

თავად ესპანელი ფეხბურთელი „კამპ ნოუზე“ დაბრუნებით დაინტერესებულია, მაგრამ „მგლები“ მის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვენ. 

კატალონიელები ფეხბურთელის ფასის შემცირებას შეეცდებიან, რადგან ამხელა თანხის გადახდისთვის მზად არ არიან.

ადამას კონტრაქტი „ვულვზთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა გათვალისწინებული. ამ სეზონის პრემიერ ლიგაში მას არც გოლი აქვს გატანილი და არც საგოლე გადაცემა გაფორმებული.