ინტერის სატიტულო სპონსორი შესაძლოა პორნო საიტი გახდეს

"ინტერი" კომპანია Stripchat-თან გააფორმებს გარიგებას, იტყობინება ცნობილი გამოცემა Football Italia.
გავრცელებული ინფორმაციით, პორნო საიტი "ნერაძურის" სატიტულო სპონსორი გახდება მას შემდეგ, რაც Pirelli-მ მილანელებთან კონტრაქტის გახანგრძლივება იუარა.
როგორც იუწყებიან, Stripchat-ი "ინტერს" 23 მილიონ ევროს გადაუხდის.
მიმდინარე სეზონში "ინტერი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილს 62 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "მილანს" 6 ქულით უსწრებს.