მამარდაშვილმა დილას პენალტი არ გაატანინა! - 0:0 გორში

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის “დილა” თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა. მატჩი საკმაოდ დაძაბული, მაღალი ტემპით გამორჩეული და ინტრიგის მომცველი გამოდგა.
მატჩის 81-ე წუთზე “ლოკომოტივის” კარისკენ დანიშნული თერთმეტმეტრიანი ირაკლი ბიძინაშვილმა შეასრულა, მაგრამ გიორგი მამარდაშვილმა მაღალი პროფესიონალიზმი გამოაჩინა და საკმაოდ ლამაზ ნახტომში მოიგერია.
საბოლოოდ მატჩი ნულოვანი ფრით დასრულდა. “დილა” დაუმარცხებელია და 7 ქულით ცხრილს ლიდერობს, ხოლო “ლოკომოტივი” 4 ქულით მე-7 ადგილზე იქნება.