"რონალდუს ბურთის სახეში მოხვედრის ეშინია", - იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელი
"იუვენტუსის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ნიკოლა ამორუზომ ტურინელთა მთავარ მწვრთნელს, ანდრეა პირლოს ურჩია, რომ ცოცხალ კედელში თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს დაყენება აღარ დაუშვას.
"საჯარიმო დარტყმებისას მას ცოცხალ კედელში არასოდეს დავაყენებდი. რონალდუს ბურთის სახეში მოხვედრის ეშინია, რადგან თავის იმიჯზე ზრუნავს", - ციტირებს ამორუზოს სიტყვებს Goal.com.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8 ფინალურ მატჩში "იუვენტუსმა" "პორტუს" უმასპინძლა. შეხვედრა დამატებით დროში ტურინელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. გადამწყვეტი გოლი სერჟიო ოლივეირამ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. კედელში მდგომი რონალდუ კი კარისკენ შეტრიალდა.
პირველი დაპირისპირება "პორტუმ" მოიგო - 2:1. ასე და ამგვარად, ორმატჩიანი დაპირისპირების შედეგი - 4:4. პორტუგალიელები 1/4 ფინალში სტუმრად გატანილი ორი ბურთის წყალობით გავიდნენ.