ავტორიზაცია

კვარაცხელია, მესი და ტრაორე - ქართველი შემტევის საოცარი სტატისტიკა

კვარაცხელია, მესი და ტრაორე - ქართველი შემტევის საოცარი სტატისტიკა
თარიღი 11 მარ 2021, 11:58

Sportbox-მა შეადგინა რუსეთის პრემიერ ლიგის ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელების ათეული, რომელშიც პირველ ადგილს ხვიჩა კვარაცხელია იკავებს.

რუსული გუნდი საშუალოდ ერთ შეხვედრაში ახორციელებს 9.8 წარმატებულ დრიბლინგს, აქედან 3.8, ანუ 1/3-ზე მეტი სწორედ ქართველის ანგარიშზეა.

"წითელ-მწვანეების" შემტევს ევროპის ტოპ-5 ლიგაში აღნიშნულ კომპონენტში ჯობნის მხოლოდ ორი მოთამაშე - ლიონელ მესი და ადამა ტრაორე.

ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ 20-წლის ვინგერი თავის ესპანელ კოლეგას გოლს+პასის სისტემით აღემატება", - წერს რუსული გამოცემა.

უბრალოდ ციფრები - არგენტინელი თავდამსხმელი 4.4, "ვულვერჰემპტონის" ლიდერი 4.1, "ქვების" 21-ე ნომერი 3.8. გასაგებია, რომ ეს არის უბრალოდ მშრალი სტატისტიკა და რუსეთის ლიგის დონე მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ლა ლიგასა და პრემიერ ლიგის, მაგრამ კვარას წარმატება მაინც სასიხარულოა.