ლაპორტას სია - 4 ფეხბურთელი, რომლის სახელს ბარსელონას უკავშირებენ
ევროპული პრესა დარწმუნებულია, რომ "ბარსელონაში" დაბრუნებული ხოან ლაპორტა რამდენიმე ხმაურიან ტრანსფერს გაჩარხავს.
"ბლაუგრანას" უკავშირებენ ერლინგ ჰოლანდს, დავიდ ალაბას, მემფის დეპაისა და ერიკ გარსიას. შთამბეჭდავი სიაა, ვერფაერს ვიტყვით.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიელი, ნიდერლანდელი და ესპანელი ფეხბურთელების ყიდვა ფინანსურ სირთულეებთან კავშირში არ არის.
მიუნხენის "ბაიერნისა" და "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველები მიმდინარე სეზონის ბოლოს გახდებიან თავისუფალი აგენტები, ლიონის "ოლიმპიკის" კაპიტანი კი 20-25 მილიონის ფარგლებში ღირს.
მთავარ სირთულეს წარმოადგენს ნორვეგიელი თავდამსხმელი, თუმცა Mundo Deportivo-ს თანახმად, კატალონიელი ფუნქციონერი ფულის ხარჯვისთვის მზად არის.