"ნეიმარის და მბაპეს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მივიღეთ", - პსჟ-ს პრეზიდენტი

"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ნეიმარ ჟუნიორისა და კილიან მბაპეს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"ნეიმარისა და მბაპეს დუეტი არის პარი სენ-ჟერმენის პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, მათი გაყიდვა არ განიხილება.
ბრაზილიელი და ფრანგი თავდამსხმელები ჩვენს კლუბში უნდა დარჩნენ კარიერის ბოლომდე - ეს არის პსჟ-ს ერთგვარი გეგმა.
რაც შეეხება ბარსელონასთან შეხვედრას, ეს იყო კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი", - განაცხადა ყატარელმა ფუნქციონერმა.
შეგახსენებთ, პარიზელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის ორ შეხვედრაში "ბლაუგრანა" ანგარიშით 5:2 დაამარცხეს.