ავტორიზაცია

ლა ლიგა, პრემიერ ლიგა თუ სერია ა? - დეულოფეუმ არჩევანი გააკეთა

ლა ლიგა, პრემიერ ლიგა თუ სერია ა? - დეულოფეუმ არჩევანი გააკეთა
თარიღი 11 მარ 2021, 15:45

"უდინეზეს" შემტევმა, ხერარდ დეულოფეუმ ლა ლიგას, პრემიერ ლიგასა და სერია ა-ს შორის საუკეთესო ჩემპიონატი დაასახელა:

"კარიერის განმავლობაში მითამაშია როგორც ლა ლიგაში, ისე პრემიერ ლიგასა და სერია ა-ში - ამ ფაქტით ძალიან ვამაყობ.

რომელი ჩემპიონატია საუკეთესო? ვიხრები ესპანეთის ჩემპიონატისკენ, რადგან იქ ყველაზე მეტი ვარსკვლავია თავმოყრილი.

ამის გარდა, პრიმერა დივიზიონის გუნდები საოცარი შეტევით გამოირჩევიან. ცხადია, თავისი პლიუსები ინგლისის და იტალიის ლიგებსაც აქვს.

ეპლ-ში ეს არის ცეცხლი ვნება, ცხოვრების სტილი, კალჩოში კი დიდი დრო ეთმობა ტაქტიკას და ზოგადად დეტალებს", - განაცხადა კატალონიელმა.