ავტორიზაცია

"ზენიტს ჩემპიონთა ლიგისთვის კვარაცხელია სჭირდება", - რუსი კომენტატორი

"ზენიტს ჩემპიონთა ლიგისთვის კვარაცხელია სჭირდება", - რუსი კომენტატორი
თარიღი 11 მარ 2021, 15:55

ცნობილმა კომენტატორმა, გენადი ორლოვმა სანქტ-პეტერბურგის "ზენიტს" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის განხორციელება ურჩია:

"კვარაცხელია თამაშობდა ლოკომოტივში, საიდანაც მას წასვლა მოუწია. სად იყო ზენიტი, როდესაც ქართველ შემტევს ამ გუნდიდან უშვებდნენ?

მისი ყიდვა აღარ არის ისეთი მარტივი, რადგან ხვიჩას უდგას მსურველების რიგი და ამის გარდა, რუბინი მის დათმობას არც აპირებს.

არადა, სწორედ ყაზანელთა ვინგერის სტილის ფეხბურთელები სჭირდებათ სანქტ-პეტერბურგელებს ჩემპიონთა ლიგისთვის", - განაცხადა რუსმა.

შეგახსენებთ, რუსული გუნდი 20-წლის გარემარბს აფასებს 15-20 მილიონ ევროდ და მის სახელს ევროპულ გუნდებს უკავშირებენ.