ავტორიზაცია

მილანი პსვ-ს თავდამსხმელით ინტერესდება

მილანი პსვ-ს თავდამსხმელით ინტერესდება
თარიღი 11 მარ 2021, 22:18

"მილანი" "პსვ"-ს თავდამსხმელ დონიელ მალენით ინტერესდება, იტყობინება Calciomercato.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" 22 წლის ფეხბურთელში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესაძლო შემცვლელს ხედავს და შეიძლება ზაფხულის სატრანსფერი ფანჯარაზე იყიდოს.

2020/21 წლების სეზონში მალენმა ეინდჰოვენელთა რიგებში 37 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

Transfermarkt-ის ვერსიით, ახალგაზრდა შემტევის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.