ავტორიზაცია

როჯერ ფედერერი: "ბასილაშვილი ჩემზე ძლიერი იყო"

როჯერ ფედერერი: "ბასილაშვილი ჩემზე ძლიერი იყო"
თარიღი 11 მარ 2021, 22:44

დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ლეგენდარული როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.

ამ მძიმე მარცხის შემდეგ, შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა წაგების მიზეზებზე ისაუბრა.

"მატჩამდე, ტკივილები მქონდა, თუმცა ფაქტია, დღეს ბასილაშვილი ჩემზე ძლიერი იყო და გამარჯვება დაიმსახურა.

მიუხედავად მარცხისა, მატჩს პოზიტიურად ვაფასებ, რადგან დიდხნიანი პაუზის შემდეგ კორტებზე დავბრუნდი", - განაცხადა ფედერერმა.